ფონი

აირჩიეთ თქვვენთვის სასურველი ფონი

  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading

ფერები

აირჩიეთ თქვვენთვის სასურველი ფერი

  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading
  • Loading

ფონტები

როგორ მუშაობს
1
2
3
4
5

რეგისტრაცია

შეკვეთის გაგზავნა

ფასის დადგენა

საფასურის გადახდა

შეკვეთის მიღება


ძვირფასო მეგობრებო! თქვენ ზოგჯერ გიჩნდებათ სხვადასხვა სახის კითხვები, რომლებიც ან სასკოლო ან საუნივერსიტეტო პროგრამებში განიხილება ან უბრალოდ გჭირდებათ უცხო ენოვანი ტექსტის თარგმნა და თქვენ დამოუკიდებლად ვერ პოულობთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს .

ჩვენ შევქმენით ინტერნეტ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიიღოთ კვალიფიციური დახმარება ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალებისგან.

კონფიდენციალურობა

გაითვალისწინეთ, რომ კომპანია სრულ გარანტიას იძლევა ჩვენთან ურთიერთობის კონფიდენციალურობაზე, თქვენი წერილობითი ნებართვის გარეშე მესამე პირი ვერ გაიგებს ვერც თქვენს ვინაობას, ვერც თქვენს მიერ გამოგზავნილი შეკვეთების შესახებ ინფორმაციას

ანონიმურობა დაცულია.


იმისათვის, რომ დაგეხმაროთ დავალების შესრულებაში, თქვენ უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

  • გაიაროთ რეგისტრაცია (იხ.რეგისტრაცია).
  • შეხვიდეთ სისტემაში (შეიყვანოთ თქვენი იდენტიფიკატორი, რომელიც არის თქვენ მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელ–ფოსტის მისამართი და შეიყვანოთ password –ი). რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ მოგენიჭებად უნიკალური კოდი (ექვნიშნა რიცხვი), რომელსაც თქვენ ნახავთ სისტემაში შესვლისას – ზედა სტრიქონში. ეს კოდი უნდა გამოიყენენოთ შეკვეთის საფასურის გადახდისას (იხ.გადახდის პროცედურა ).
  • სისტემაში შესვლისას გაგეხსნებათ ახალი მენიუ, სადაც მონახავთ განყოფილებას –„ახალი შეკვეთა“. პირველ რიგში აირჩიეთ დავალების კატეგორია („სასკოლო პროგრამა“, „საუნივერსიტეტო პროგრამა“ ან „თარგმნა“ ),

    შემდეგ დაწვრილებით და ზუსტად აღწერეთ თქვენი დავალების შინაარსი (ჩაწერეთ შესაბამის განყოფილებაში ან/და ატვირთეთ ფაილი) (იხ.შეკვეთის განთავსება) და დააჭირეთ ღილაკს – „შეკვეთის გაგზავნა“.

    შემდეგ გადადით მენიუს განყოფილებაში „ჩემი შეკვეთები“. აქ გაგეხსნებათ ცხრილი, სადაც ნახავთ ყველა თქვენს შეკვეთას (მათ შორის ახლად გადაგზავნილს, რომელიც პირველ სტრიქონზე იქნება განლაგებული). შეკვეთის სტრიქონში, შესაბამის გრაფაში, გარკვეულ დროში (დაახლოივებით 1 საათის განმავლობაში) თქვენ მიიღებთ ინფორმაციას დავალების სიზუსტის დადასტურების შესახებ, დავალების შესრულების საფასურის ოდენობის და დაკვეთის შესრულების დროის შესახებ (შესრულების დრო აითვლება დავალების საფასურის გადახდიდან). (იხ. მომსახურების ფასები)
  • თუ თქვენთვის დავალების საფასური და მისი შესრულების ვადა მისაღებია – გადაიხადეთ საფასური (იხ.გადახდის პროცედურა ). გადახდის შემდეგ თქვენი შეკვეთის სტატუსი შეიცვლება (გაჩნდება ჩანაწერი – „გადახდილია“)
  • თქვენ მიერ გადახდილი თანხა აისახება მენიუს განყოფილებაში – „ჩემი ბალანსი“
  • დაელოდეთ თქვენი შეკვეთის დამზადებას . დამზადებულ შეკვეთას თქვენ მიიღებთ ელეტრონული სახით „ჩემი შეკვეთების“ ცხრილში – შეკვეთის შესაბამის განყოფილებაში გაჩნდება ახალი სტატუსი – „დასრულებულია“. დააკლიკეთ ამ სტრიქონს და ჩამოტვირთეთ შესრულებული დავალება.

გისურვებთ წარმატებას!


რეგისტრაცია

რეგისტრაციის გასავლელად უნდა შეავსოთ ყველა სავალდებულო ველები. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ მოგენიჭებად უნიკალური კოდი (ექვნიშნა რიცხვი), რომელიც უნდა გამოიყენოთ შეკვეთის საფასურის გადახდისას (იხ.გადახდის პროცედურა .

ამ კოდს თქვენ ყოველთვის დაინახავთ სისტემაში შესვლისას ზედა სტრიქონში.


შეკვეთის განთავსება

შეკვეთის განთავსება ხდება ვებ გვერდის სპეციალურ განყოფილებაში, რომელსაც შეკვეთა ეწოდება (ეს განყოფილება ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის და სისტემაში შესვლის შემდეგ).

გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის შინაარსი (ანუ გასაკეთებელი დავალების პირობები) თქვენ უნდა შეგვატყობინოთ მაქსიმალურად ზუსტად. თუ თქვენი შეკვეთა მოიცავს დავალებას, რომელიც მოცემულია სკოლის სახელმძღვანელოდან , თქვენ უნდა შეგვატყობინოთ სახელმძღვანელოს დასახელება, მისი ავტორები, სახელმძღვანელოს გამოშვების წელი, დავალების ნომრები (სასურველია გვერდების ნომრებიც).

თუ დავალება მოცემულია რაიმე სხვა წეგნიდან, რომელიც არ წარმოადგენს სკოლის სახელმძღვანელოს, თქვენ უნდა ზუსტად მიუთითოთ დავალების დასახელება, ხოლო დავალების შინაარსი მოგვაწოდოთ ტექსტური ფაილით, ან დაასკანეროთ, ან გამოგვიგზავნოთ PDF ფაილი, ან გადაუღოთ სურათი (ციფრული ფოტოაპარატით ან თქვენი მობილურით) და ატვირთოთ შესაბამის განყოფილებაში.


გაითვალისწინეთ, რომ გაუგებარი ან არაზუსტი დავალებების შესრულება არ ხორციელდება!


მომსახურების ფასები

მომსახურების ფასი დამოკიდებულია შეკვეთის სირთულეზე, მის მოცულობაზე და შესრულების ვადაზე.

სტანდარტული დავალებების ფასები.


სასკოლო პროგრამა

  • სასკოლო სახელმძღვანელოდან ერთი მაგალითი - 30 თეთრი
  • სასკოლო სახელმძღვანელოდან ერთი ამოცანა - 50 თეთრი
  • თემა ჰუმანიტარულ საგნებში: ლიტერატურა, ისტორია, გეორგაფია: ერთი გვერდი – 3 ლარი, ყოველი მომდევნო გვერდი 2 ლარი.
  • თემა უცხო ენებში: ერთი გვერდი – 4 ლარი ყოველი მომდევნო გვერდი 3 ლარი.
  • თემა ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ინფორმატიკაში: ერთი გვერდი – 4 ლარი, ყოველი მომდევნო გვერდი – 3 ლარი

საუნივერსიტეტო პროგრამა

  • ერთი მაგალითი - 80 თეთრი
  • ერთი ამოცანა - 1 ლარი
  • თემა, რეფერატი - (3 გვერდამდე) – 30 ლარი, ყოველი მომდევნო გვერდი 10 ლარი.
  • პრეზენტაცია (Power Point)-ში (5 გვერდამდე)- 40 ლარი, ყოველი მომდევნო გვერდი 5 ლარი.
  • საკურსო ნაშრომი 80 –250 ლარი (სირთულის მიხედვით) – ზუსტი ფასის დადგენა ხდება შეკვეთის შინაარსის გაცნობის და მისი სირთულის დადგენის შემდეგ.
  • სადიპლომო ნაშრომი 500 – 1500 ლარი (სირთულის მიხედვით) – ზუსტი ფასის დადგენა ხდება შეკვეთის შინაარსის გაცნობის და მისი სირთულის დადგენის შემდეგ.

თარგმნა

  • ერთი გვერდი -

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული დავალების შესრულების საფასურის გამოანგარიშება ხდება გამოგზავნილი დავალების რაოდენობის მიხედვით.

ასე მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ გამოგზავნილი მათემატიკის სახელმძღვანელოს ამოცანა ნომერი 101, რომელშიც არის 5 მაგალითი თქვენ გადასახდელი გაქვს (30 თეთრი x 5 მაგალითი) = 1 ლარი 50 თეთრი.

თუ თქვენ გადაიხდით მხოლოდ 1 ლარს, თქვენ მიიღებთ ჩვენგან გაკეთებულ მხოლოდ 101 ნომრის პირველ, მეორე და მესამე მაგალითს
(სულ 3 მაგალითს), თანაც ჩვენ თქვენი ბალანსიდან ჩამოვჭრით 90 თეთრს (10 თეთრი დარჩება თქვენ ბალანსზე).

თუ გაქვთ გადახდილი 60 თეთრი – მიიღებთ 101 ნომრიდან მხოლოდ პირველ და მეორე მაგალითს!


არასტანდარტული შეკვეთის შემთხვევაში ფასი დგინდება ინდივიდულაურად:

გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკვეთა და ჩვენ მოგწერთ მისი დამზადების საფასურს, რომელსაც თქვენ იხილავთ „ჩემი შეკვეთები“ –ს განყოფილების შესაბამის გრაფაში.

თქვენ მიერ გადახდილი თანხა აისახება მენიუს განყოფილებაში „ჩემი ბალანსი“. ამ განყოფილებაში თქვენ ხედავთ საწყის შეტანილ თანხას და იმ თანხას, რომელიც ჩამოგეჭრებათ შეკვეთის საფასურის გადახდისათვის.